ავტორი:

თბილისში მამაკაცი დაჭრეს: დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა - დეტალები

თბილისში მამაკაცი დაჭრეს: დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა - დეტალები

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მათივე ცნობით, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.