ავტორი:

"მოვედი მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია - პოლიციაში შემთხვევით გავიგე" - პაატა ბურჭულაძე

"მოვედი მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია - პოლიციაში შემთხვევით გავიგე" - პაატა ბურჭულაძე

დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე,- ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, ის რუსთაველის გამზირზეა ყოველ საღამოს.

“დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე. მე რუსთაველზე ვარ ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, 216 დღე. 216 -34 = 182. ამოცანა გვეკითხება, სად არის ეს 182 ჯარიმა?” - წერს ბურჭულაძე.