ავტორი:

“სტალინი ასეთი დახმარებების გამო ხალხს ხვრეტდა - “ქართული ოცნება“ ზუსტად იგივე კანონს იღებს...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

“სტალინი ასეთი დახმარებების გამო ხალხს ხვრეტდა - “ქართული ოცნება“ ზუსტად იგივე კანონს იღებს...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება იურისტ ნიკა სიმონიშვილის პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ “მძიმე ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირს ეკრძალება თვის განმავლობაში დაახლოებით 520 ლარზე (საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა) მეტი სარგებლის მიღება ნებისმიერი ფორმით და ვინც ამ დანაშაულებში მსჯავრდადებულს რაიმე ფორმით ფინანსურად დაეხმარება, მათ შორის, ოჯახის წევრები ან ნათესავები, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება...“

  • “გუშინ ქალბატონი ლანა მყავდა ღოღობერიძე სტუმრად გადაცემაში, რომელიც მიყვებოდა როგორ არავის ჰქონდა უფლება დახმარებოდა მის ოჯახს, რადგან ასე გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლებამ. მაშინ წესი იყო, კომუნისტები თუ გსჯიდნენ, ვერ გეხმარებოდა ოჯახის წევრიც კი", - წერს ჟორჟოლიანი.

“პირველ ქართველ ქალ რეჟისორს, ნუცა ღოღობერიძეს, საკუთარი ნათარგმნებით თავი რომ ერჩინა, საჭირო იყო გმირობა მისი მეგობრების მხრიდან.

მიუხედავად იმისა რომ სტალინი ასეთი დახმარებების გამო ხალხს ხვრეტდა, გერონტი ქიქოძე მაინც ახერხებდა ნუცას თარგმანებზე საკუთარი სახელის და გვარის მიწერას და ჰონორარის მეგობართან მიტანას.

  • წელს, ამ საუკუნეში, როცა სამყარო მარსზე ფიქრობს შვებულების გატარებას, “ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იგივე კანონი მიიღო.

თუ დაგდებენ ფინანსურ ბრალს, რაც ბიძინასთვის სამშობლოს ღალატზე დიდი დანაშაულია, შეპყრობილია ამ თემით, სულ ჰგონია რომ ჰპარავენ, ოჯახის წევრებსაც კი აეკრძალებათ თქვენი დახმარება. უფრო მეტიც, ვერ გათხოვებენ მანქანას და ვერ დაგითმობენ სახლს. კანონით, სახელმწიფო ორივეს ჩამოართმევს.

გარდა იმისა რომ გერონტი ქიქოძეები ყველა დროში არსებობენ, ამ კანონით ქართული ოცნების გაცილებით უფრო მეტი წარმომადგენელი გასამართლდება, ვიდრე ოპოზიციის.

ჯერ ბიძინა მოგუდავს ბევრს. შემდეგ ახალი ხელისუფლება.

ამიტომ, კოლექტიურო წილოსანებო, თქვენს ადგილას უბრალოდ ვიგლოვებდი ახლა,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • გუშინ ნიკა სიმონიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტში, ერთ-ერთ კანონპროექტში ცვლილება შეიტანეს, რომელიც მძიმე ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდადებული პირისთვის ახალ აკრძალვებს გულისხმობს.

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა ამასობაში.

ხომ გახსოვთ, ზიანის მარტივად ასანაზღაურებლად კანონს რომ ცვლიდნენ ქოცები? ჰოდა, მაგ ცვლილებაში კიდევ ახალი ცვლილება შეიტანეს მეორე მოსმენაზე:

მძიმე ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირს ეკრძალება თვის განმავლობაში დაახლოებით 520 ლარზე (საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა) მეტი სარგებლის მიღება ნებისმიერი ფორმით და სახით და ამის გამო თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით დგინდება. თუმცა ჯერ სად ხართ, ვინც ამ დანაშაულებში მსჯავრდადებულს რაიმე ფორმით ფინანსურად დაეხმარება, მათ შორის, ოჯახის წევრები ან ნათესავები, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ესეც კიდევ არაა ყველაფერი, ეს ქონებაც ჩამორთმევას და დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად გადაცემას დაექვემდებარება.

ალბათ გაინტერესებთ, სარგებლის მიღებაში რა იგულისხმებაო და ჩემ განმარტებებს, მირჩევია, თვითონ ქოცების ახსნა დავაკოპირო პირდაპირ: "თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება - პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას გადასცემენ, ეს ცალკე დანაშაული იქნება, გადაცემული ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა."

ივანიშვილი საკუთარ მოვალეებს ემუქრება, არც ქვეყნიდან გაგიშვებთ, ყველაფერს წაგართმევთ და სიღარიბეში სულსაც ამოგხდითო.

თუმცა კი ამ ისტერიის ყველაზე ცუდი მხარე ისაა, სხვა ადამიანებზე ამას რა უარყოფითი გავლენა ექნება, - წერს სიმონიშვილი.