ავტორი:

"პუტინმა უთხრა, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს მიზნებისგან" - ტრამპი-პუტინის ერთსაათიანი სატელეფონო დიალოგი დასრულდა: რას აცხადებენ კრემლში?

"პუტინმა უთხრა, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს მიზნებისგან" - ტრამპი-პუტინის ერთსაათიანი სატელეფონო დიალოგი დასრულდა: რას აცხადებენ კრემლში?

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინის საკითხი განიხილეს.

  • “რა თქმა უნდა, განიხილებოდა უკრაინული პრობლემატიკა. ტრამპმა კვლავ წამოაყენა სამხედრო ქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საკითხი. პუტინმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონფლიქტის მოგვარების ძიებას”, - განაცხადა უშაკოვმა.

ასევე, უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთი “უკან არ დაიხევს მიზნებისგან, რომლებიც უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას უკავშირდება”.

მისი თქმით, საუბრის დროს ასევე განიხილეს სირიაში, ირანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

უშაკოვის თქმით, საუბრის დროს პუტინმა ტრამპს აშშ-ის დამდეგი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ “რუსეთს ბოლო როლი არ უთამაშია ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში”.

კრემლის ინფორმაციით, საუბარი 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.