სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი არჩევნების ბოიკოტს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს.
განცხადების მიხედვით, ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა.
"ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს, რადგან გვსურს საქართველო ევროპაში და გვჯერა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ არჩევნებს!", - აღნიშნულია სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების განცხადებაში.
თამარ სიხარულიძე - გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი/თავმჯდომარე;
მერიკო გუბელაძე - რესტორატორი, შეფი;
ქეთევან ბაქრაძე - რესტორატორი, შეფი;
ნატო მახალდიანი - კაფე “თონე”;
ბუკა მაჭავარიანი - რესტორანი “გუდა”;
თამუნა თანდაშვილი - ავიაციის ექსპერტი;
ანი ალიბეგაშვილი - ბიზნესმენი სასტუმრო Step Inn თანადამფუძნებელი;
ლუკა ნაჭყებია- რესტორატორი, შეფი.