ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 25 ბავშვი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. BBC წერს, რომ დაკარგულ ბავშვებს შორის უმეტესობა გოგონები არიან, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
წყალდიდობის შედეგად შტატში დატბორილია საავტომობილო გზები, დაზიანდა ხიდები, ქარმა წააქცია ხეები.
ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია 5 ვერტმფრენი, ასევე მაღალი გამავლობის მანქანები და მაშველები.