საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტს ეხმაურება, სადაც ის „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს და წერს, რომ კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის მიერ წარდგენილი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღეს.
"კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, - წერს უილსონი.