2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებები სწორი და დროული იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"წელს ჩვენ გავათავისუფლეთ თითქმის ხუთი ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია - 4900 - და 212 დასახლებული პუნქტი“, - აღნიშნა პუტინმა.
"თავდაცვის მრეწველობის საწარმოები სრულად აკმაყოფილებენ შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მაღალი სიზუსტის იარაღზე, რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე, შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკაზე. დაგეგმილი მიწოდებების პარალელურად, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს უახლესი იარაღის შემუშავება და ჯარებისთვის მისი მიწოდება“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, უკრაინელები, „ჯიუტი წინააღმდეგობის მიუხედავად“, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ უკან იხევენ.
"ამ ფონზე, კიევის რეჟიმი, რომელსაც სურს თავისი დასავლელი სპონსორების წინაშე გარკვეული წარმატების დემონსტრირება, ცდილობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სრულიად მშვიდობიან ობიექტებზე დარტყმას. ეს არ უშველით. ჩვენი ამოცანაა რუსეთის მოქალაქეების, სტრატეგიული ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პუტინმა.