მექსიკაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა და 65 დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი მექსიკის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.


სამოქალაქო დაცვის ეროვნული კოორდინატორის, ლაურა ველასკესის ინფორმაციით, ყველაზე მეტად იდალგოს და ვერაკრუსის შტატები დაზარალდა. ვერაკრუსში 29 ადამიანი დაიღუპა და 18 დაკარგულად ითვლება, იდალგოში კი სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა და 43 დაკარგულად ითვლება.
წვიმამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები, დაიტბორა და ტალახით დაიფარა ქუჩები.


ხელისუფლებამ ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილების ევაკუაციის, დასუფთავებისა და მონიტორინგის მიზნით შესაბამისი სამსახურების ათასობით თანამშრომლის მობილიზება მოახდინა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ფოკუსირებულები არიან სხვადასხვა ვირუსის გავრცელების, მათ შორის დენგეს ცხელების, შეკავებაზე.