შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1977 წელს დაბადებული ზ.ე. და 1991 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ზ.ე. და ნ.ნ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.