ავტორი:

"ერთდროულად ორ პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს" - რა იცვლება 1-ელი ნოემბრიდან: დეტალები

"ერთდროულად ორ პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს" - რა იცვლება 1-ელი ნოემბრიდან: დეტალები

"1-ლი ნოემბრიდან "ქართული ოცნების" მორიგი "კეთილშობილური" კანონი შედის ძალაში", - ამის შესახებ იურისტი, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საუბარია, "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ.

თანდართული დოკუმენტის მიხედვით, ერთდროულად 2 პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს. თუმცა, შესაბამისი დადგენილებით უკვე შეიქმნა იმ ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ნიკა სიმონიშვილის წერს, რომ ჩანაწერის მარტივი განმარტება ასეთია - „ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ".

იურისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"1-ლი ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში. ეს ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის პარალელური დასაქმების შესაძლებლობას ზღუდავს, თუმცა მარტივად რომ ვთქვა, ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს, ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ, ხოლო თუ „შავ სიაში“ მოხვდება, სამსახურიდანაც მარტივად გაუშვებენ, თანაც ისე, რომ ფულს აქეთ მიატანინებენ...განაგრძეთ კითხვა