ძმებს - ლადო და გიგა წიბახაშვილებს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მხატვარი ლადო წიბახაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“ს ედავებოდა.
სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო აქციის მონაწილე გიგა წიბახაშვილიც და მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მასაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გიგა წიბახაშვილი გუშინ, 3 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე. მას შსს "გზის ხელოვნურად გადაკეტვას" ედავებოდა.
მანამდე ლადო წიბახაშვილის დედას პედაგოგს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.