“ხელისუფლებას ვეტყვი იმას, რომ არ ვემორჩილები მათ კანონს. მე არ მინდა რუსეთი“, - ამის შესახებ 71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავამ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზოში მედიასთან განაცხადა.
„რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მოგვიწყვეს გენოციდი. არ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენთან იყოს რუსეთი და ბობოქრობდნენ. მე ვიბრძვი, მე ხვალაც გამოვალ. ხვალაც გამოვალ, მეხვეწებიან - არაო.
არ შევუშინდები, მაინც გავაკეთებ ჩემსას. რომ იძახიან კანონიო, თვითონ ირგებენ ამ კანონებს. მე არ დავემორჩილები. ვიცი, რომ ხვალ რომ გავალ, სისხლით გავსამართლდები. ვიყო, წავალ, დავჯდები.
დღეს ვერ გავალ რუსთაველზე, ხვალ ვიქნები! ისვე გადავკეტავ გზას, პირველი გადავალ!“, - განაცხადა აზა ჩილაჩავამ.
„ამჟამად არ ვაგრძელებ, მაგრამ ხვალ რომ მომიყვანენ, კი“,- აღნიშნა აზა ჩილაჩავამ.
მედიის რეპლიკაზე, შეიძლება 1 წლით გაუშვან ციხეში, 71 წლის აქტივისტი ასე პასუხობს: „ვიცი, მერე რა?!“.
აქციის მონაწილე, აზა ჩილაჩავა, რომელსაც "გზის გადაკეტვას" ედავებოდნენ, ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა.