ავტორი:

"საუკეთესო ადამიანი იყო დიმა... ძალიან ფრთხილი და გამოცდილი ბაიკის მართვაში" - რას ჰყვებიან ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდაზე

"საუკეთესო ადამიანი იყო დიმა... ძალიან ფრთხილი და გამოცდილი ბაიკის მართვაში" - რას ჰყვებიან ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდაზე

უმძიმესი ავარია მოხდა თბილისში, სანაპიროზე, რასაც 22 წლის ბიჭის, დიმა პანიუკოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

  • შედეგი უმძიმესია, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს:

"მე რომ გავიარე ავარია უკვე მომხდარი იყო, მოტო იქვე ეგდო, სასწრაფო უკვე მოსული იყო და ექიმები ბიჭს გულის მასაჟს უკეთებდნენ. მართლა საშინელი სანახავი იყო, სულ თვალწინ მიდგას ეს მძიმე კადრები. ბიჭის ჩაფხუტი მოშორებით ეგდო, გული ცუდათ გამიხდა, მერე სოციალური ქსელით გავიგე, რომ სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს ექიმებმა”.

სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ამ უმძიმესი ავარიის ამსახველი კადრები. დიმას ახლობელს ძალიან უჭირს მასზე წარსულში საუბარი...წაიკითხეთ სრულად