ასტეროიდები, რომლებიც მასობრივად გავრცელებული ლითონების, მათ შორის ძვირფასი ლითონების, უზარმაზარ მარაგებს შეიცავენ, დედამიწის ამოწურვადი რესურსების მდგრად ალტერნატივად შეიძლება იქცეს, თუმცა მათ მოსაპოვებლად მთავარ სირთულეს ამ ციურ სხეულებამდე მიღწევა წარმოადგენს.


მთელმა რიგი კომპანიები უკვე ჩაერთნენ “კოსმოსური სიმდიდრის“ მოსაპოვებლად ბრძოლაში. ერთ-ერთი მათგანი კალიფორნიული TransAstra - ია, მან ამ მიზნით სპეციალური მოწყობილობა Capture Bag-ი შეიმუშავა, მოწყობილობა გასაბერ ტომარას წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა ზომის ობიექტების დაჭერა შეუძლია, დაწყებული მცირე ქანებით და დამთავრებული საშუალო სახლის ზომის ნატეხებით.

ე.წ. ტომარა ასევე დედამიწის ორბიტიდან კოსმოსური ნარჩენების მოსაშორებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული, ეს ის პრობლემაა, რომელიც სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე მთავრობებში.

“ასტეროიდებთან მუშაობა ძალიან სახიფათო და რთული საქმეა, ამისთვის ოთხი ძირითადი ამოცანა უნდა გადაიჭრას - იპოვო დაიჭირო, გადააადგილო და დაამუშაო“. — ამბობს TransAstra-ს დამფუძნებელი, აეროკოსმოსური ინჟინერი ჯოელ სერსელი.

ოქტომბრის დასაწყისში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე TransAstra-მ უკვე ჩაატარა Capture Bag-ის საწყისი ტესტი და კოსმოსურ სივრცეში ის ადგილებიც განსაზღვრა, სადაც შესაფერისი ასტეროიდების მოპოვებაა შესაძლებელი

TransAstra-მა უკვე შეძლო 12 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა, კიდევ 15 მილიონი დოლარი NASA-სა და აშშ-ის კოსმოსური ძალების კონტრაქტებითა და გრანტებით მიიღო.
ასტეროიდების მოსაძებნად კომპანიამ უკვე განათავსა დაახლოებით ათი ტელესკოპი არიზონაში, კალიფორნიასა და ავსტრალიაში, იგეგმება ახლი ტელესკოპების მონტაჟი ესპანეთშიც.
როდესაც ასტეროიდი შესაფერისად ჩაითვლება, მის დასაჭერად ბოჭკოვანი მასალისაგან შექმნილი ტყვიაგაუმტარი ქსოვილსა და ალუმინისგან დამზადებული Capture Bag- ი გამოიყენება. სპეციალური სატრანსპორტო მოწყობილობა მას დანიშნულების ადგილამდე მიიტანს, შემდეგ ტომარა გაიბერება და ასტეროიდს დაფარავს.

მომავალში Capture Bag- ის ექვსი მოდიფიკაციის წარმოება იგეგმება.
"მიკრო ვერსია ყავის ფინჯანშიც კი ჩაეტევა, ყველაზე დიდი კი 10 000 ტონა მასის მქონე ასტეროიდის გადაადგილებას შეძლებს“, - ამბობს ჯოელ სერსელი.
სერსელის თქმით, მოპოვებული მასალის დედამიწაზე დაბრუნება ეკონომიკურად გაუმართლებელია, ამიტომ მომავალში ასტეროიდების დამუშავება პირდაპირ კოსმოსში მოხდება და აქვე იწარმოება საჭირო ტექნიკაც. თავად კონკურენცია კი, რომელიც უკვე შეინიშნება მრეწველობის ამ ჯერ კიდევ აუთვისებელ დარგში, როგორც ჩანს უახლოეს ხანში ახალ “კოსმოსურ ოქროს ციებ-ცხელებას "დაუდებს საფუძველს.