ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ "სუხიშვილების" ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი 15 ნოემბერს 64 წლის გახდა. "სუხიშვილების" ოფიციალურ გვერდზე, "ფეისბუქში" ნინო სუხიშვილს დაბადების დღეს ულოცავენ:
"დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს შესანიშნავ დირექტორს, ნინო სუხიშვილს. მისი თავდადება, ლიდერობა არის ის, რასაც საქართველოს ეროვნული ბალეტი ახალ სიმაღლეებზე აჰყავს და ჩვენს მემკვიდრეობას ინარჩუნებს.

ის ჩვენი დასის მამოძრავებელი ძალაა. გასაოცარი შრომის, ნიჭის გარდა, სიკეთე, ტოლერანტობა და თანაგრძნობის უნარი ხდის მას ასე განსაკუთრებულს.
ვუსურვებთ ბედნიერებას, მან ეს დაიმსახურა", - ნათქვამია "სუხიშვილების" მიერ გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
ფოტოები: ბადრი ვადაჭკორია