რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლია დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მტერმა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ შენობებზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ყველა სამსახურია მობილიზებული“, - განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კარაბანოვმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა - 10. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.