ავტორი:

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ომი შეიძლება 2029 წელს დაიწყოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ომი შეიძლება 2029 წელს დაიწყოს

ანალიტიკოსების აზრით, 2029 წლისთვის რუსეთმა შესაძლოა ნატოსთან ომი დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით მედიასთან გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ისაუბრა:

“კითხვა სპეკულაციურია. ომის ექსპერტებსა და სპეცსამსახურებს დაახლოებით შეუძლიათ დადგენა, როდის აღიდგენს რუსეთი სამხედრო ძალებს იმ დონეზე, რომ ნატოს ერთ-ერთ წევრს მიაყენოს დარტყმა. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ეს შეიძლება 2029 წელს მოხდეს. ზოგი ამბობს, რომ 2028 წლისთვის რუსეთი ამისთვის უკვე მზად იქნება. სამხედრო ისტორიკოსების ნაწილი თვლის, რომ ჩვენ უკანასკნელი მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა“.

ბორის პისტორიუსი

პისტორიუსი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხის მიმართ მათი დამოკიდებულება ბოლო წლებში შეიცვალა.

„ჩვენ ამას 2022-ში მივხვდით, საკმაოდ გვიან. ახლა გასაგებია, მოსკოვი დაუნდობლად, იმპერიასავით მოქმედებს. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“- , ამბობს მინისტრი.

მას მიაჩნია, რომ ნატომ „არ უნდა შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს თავის დაცვა არ შეუძლია, რადგან ეს ასე არ არის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა პისტორიუსის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ „ახლა ეჭვი აღარ არსებობს, თუ ვინ არის აგრესორი“.

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა

წყარო