ავტორი:

"აფეთქებების ხმა ისმოდა" - თავდასხმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

"აფეთქებების ხმა ისმოდა" - თავდასხმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსული „ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მეცხრე თავდასხმაა.