გერმანიის პარლამენტმა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას გამოცემა Welt-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი კანონპროექტის თანახმად, თუ გერმანიის ფედერალური მთავრობა მომავალში ქვეყნებს უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს მიანიჭებს, მაშინ ბუნდესრატის (ფედერალური საბჭო) მიერ გადაწყვეტილების დამტკიცება საჭირო აღარ იქნება.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციის მიზნით დაკავებული პირები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადვოკატის მიღების მოთხოვნას ვეღარ შეძლებენ.