დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების სიტყვით თავისუფლების შეზღუდვაზე არიან პასუხისმგებელი, - ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად გადაწყვეტილება H-1B სამუშაო ვიზებზე, კერძოდ ტექნოლოგიურ სფეროებში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, თუმცა სხვა სავიზო განაცხადებზეც გავრცელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულოების თანამშრომლებს ავალებს, რომ H-1B ვიზებზე განმცხადებლების დასაქმების ისტორია საფუძვლიანად შეისწავლონ.
„სრულყოფილად უნდა შეისწავლოთ და დაადგინოთ მუშაობდნენ თუ არა ისინი ისეთ სფეროებში როგორიც დეზინფორმაცია, კონტენტის მოდერაცია, ფაქტების შემოწმება და ონლაინ უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმში.