ავტორი:

300 დოლარიანი ქრთამი ატესტატის სანაცვლოდ - ცნობილია სკოლის დირექტორის ვინაობა, რომელიც სუს-მა დააკავა

300 დოლარიანი ქრთამი ატესტატის სანაცვლოდ - ცნობილია სკოლის დირექტორის ვინაობა, რომელიც სუს-მა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, 5 პირი დააკავა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი.

ერთ-ერთი დაკავებული მარნეულის მეოთხე სკოლის დირექტორი დილარა დარგალია:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი.

მარნეულში, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - თქვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ ასევე: