რუსებმა 7 დეკემბრის ღამეს უკრაინის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების, საჰაერო და სახმელეთო რაკეტების გამოყენებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსებმა 241 დრონი და 5 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 179 სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის 175 დრონი და 4 რაკეტა.
ამასთან, 65 დრონის დარტყმა 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ სექტორს. დაზიანდა ტექნიკური აღჭურვილობა, ზოგიერთ რაიონში შეფერხებებია გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებში.