ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქვიის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ბანერები, წარწერით: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა".

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.