ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი პატიმრობაში რჩება

ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი პატიმრობაში რჩება

ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი ფინეთში, ქალაქ როვანიემში ორკვირიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

როგორც საქართველოს კონსულმა ფინეთში, დავით ბაქრაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ხორგუაშვილს 18 მარტს შეუფარდა.

კონსულის ინფორმაციით, სასამართლოს ქართველი ფეხბურთელისათვის საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო ბრალი არ წაუყენებია, თუმცა მას ეჭვმიტანილის სტატუსი დაუტოვა.

დავით ბაქრაძის თქმით, ხორგუაშვილს ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ადვოკატი იცავს.

"იმედი გვაქვს, რომ სიმართლე დადგინდება და ფეხბურთელს გაათავისუფლებენ", - აცხადებს კონსული.

გარიგებულ მატჩებში ეჭვმიტანილი 6 ფეხბურთელი ფინეთის პოლიციამ 16 მარტს დააკავა. 6-დან 4 ფეხბურთელი ფინეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონ ვეიკაუსლიგაში გადასული "როვანიემის" წევრია. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ქართველი ლეგიონერი პავლე ხორგუაშვილია.

ხორგუაშვილს წინასწარი პატიმრობა 18 მარტს მიუსაჯეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ