რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით, რითაც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.