რუსებმა სუმში დაკრძალვის პროცესიას დაარტყეს, არის მსხვერპლი , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაშავებულთაგან რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ცინიკური თავდასხმა. დღეს რუსულმა დრონმა სუმის გარეუბანში დაკრძალვის პროცესიას დაარტყა“, - განაცხადა სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.