ავტორი:

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და ველოსიპედი შეეჯახა - დაშავებულია 1 ადამიანი

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და ველოსიპედი შეეჯახა - დაშავებულია 1 ადამიანი

ქუთაისში ავარია მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

კერძოდ, ერთმანეთს ავტომობილი და ველოსიპედი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით დაშავებული ადამიანი ველოსიპედის მძღოლია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.