ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

,,თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - სკანდირებენ ისინი.

უკვე ერთ წელზე მეტია, პარლამენტთან მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.