ავტორი:

"სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4-5 ნიღბიანი შეიჭრა ადგილას, სადაც აფგან სადიგოვი იმყოფებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს" - აფგან სადიგოვის ცოლი

"სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4-5 ნიღბიანი შეიჭრა ადგილას, სადაც აფგან სადიგოვი იმყოფებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს" - აფგან სადიგოვის ცოლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის ინფორმაციით, მისი ქმარი რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ძალის გამოყენებით წაიყვანა.

  • როგორც სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით მიჰყავდათ.

“ახლახან, 4-5 ნიღბიანი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა ადგილას, სადაც აფგან სადიგოვი იმყოფებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ან რატომ მიჰყავდათ”, - წერს სადიგოვა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული.

იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.