ავტორი:

“ირანზე სრულ გამარჯვებას ორ კვირაში გამოვაცხადებთ და ნავთობის ფასები დაეცემა“ - დონალდ ტრამპი

“ირანზე სრულ გამარჯვებას ორ კვირაში გამოვაცხადებთ და ნავთობის ფასები დაეცემა“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანზე სრულ გამარჯვებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.

“ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათ ძალიან კარგი გარიგების დადება სურთ. ისინი მზად არიან ყველაფერი მოგვცენ, მზად არიან უარი თქვან ბირთვულ იარაღზე”, - აღნიშნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, სრულ გამარჯვებას მალე მიაღწევენ და ნავთობის ფასიც დაეცემა.

“ვფიქრობ, ჩვენ ამ ბრძოლას ვიგებთ, მაგრამ ნამდვილად მოვიგებთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც სრულ გამარჯვებას გამოვაცხადებთ, ეს იქნება სრული გამარჯვება, ეს ძალიან მალე მოხდება და ნავთობის ფასები დაეცემა“, - განაცხადა ტრამპმა.