აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით წერს.
„სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ბანკები, იარაღის მწარმოებლები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და კრიპტო ოპერატორები მესამე ქვეყნებში“, - აცხადებს კალასი.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.