ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ტვიროსზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ლიბანის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ ქალაქ ტვიროსზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებების გაცემიდან რამდენიმე საათის შემდეგ.