გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კერძოდ აღინიშნება, რომ ბიზნესმენისა და პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანის პარტიამ "აყვავებული სომხეთი“ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდა, . ბარიერის გადასალახად საჭირო 4% მიიღო.