ვიზალიბერალიზაცია, ისევე როგორც არც ერთი სხვა მექანიზმი, ფოჩიანი კანფეტი არ არის, რომ ვინმეს ან მისცე ან არა - ვინმეს თუ ჰგონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში, ძალიან ცდება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, 11 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს დიალოგს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი ტექნიკური მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი, არ არსებობს.
ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი ტექნიკური მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი, არ არსებობს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ფაქტორები. ახლა ისევე როგორც კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია ევრობიუროკრატიას აქვს სავაჭრო საგნად გადაქცეული. შემდეგ მათი აქაური წარმომადგენლობა - "ნაცმოძრაობისა” და მათი "ენჯეოების” სახით ნარატივს მისდევენ, რომ თითქოს საქართველოში რამე ანტიევროპული მოძრაობაა. ყველამ დაინახა, რომ ანტიევროპული მოძრაობა არ არის - აქ არის ქრისტიანულ ღირებულებაზე დაფუძნებული ღირებულებები - როგორც ქართული, ასევე ევროპული.
ვინმეს თუ გონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში, ძალიან ცდება. ან სუვერენიტეტი უნდა დაეთმო სულხან-საბა ორბელიანს, რომ წაიღეთ ჩვენი სუვერენიტეტი, ოღონდ ევროპის წევრი გავხდეთო. წაიკითხონ - მართალია, არ უყვართ წიგნის კითხვა, მაგრამ წაიკითხონ, რისთვის ჩადიოდნენ იქ ჩვენი წინაპრები.
ჩადიოდნენ იმიტომ, რომ ევროპული ღირებულება არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულება და საქართველო არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულების მქონე ქვეყანა. აქედან გამომდინარეა, როცა ვამბობთ, რომ ევროპული ოჯახის წევრი არის სახელმწიფო და არა იმის გამო, რომ ტერიტორიულად შეიძლება არ იყო იქ ევროპა ან იყო.
თუ ვინმეს გონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იქ ჩადიოდა იმიტომ, რომ მერე ევროპას და მათ აქაურ წარმომადგენლობას შესძლებოდათ, რომ საქართველოს ეკლესია ეგინებინათ, შეევიწროებინათ - ასე არ ყოფილა. ისტორიული არჩევანი ქართველ ხალხს გაკეთებული ჰქონდა და აქვს იმიტომ, რომ ევროპული ღირებულება არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულება და ტყუილად ჰგონია აქ ვინმეს, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია რასაც სთავაზობს, მათ შორის თავის წევრებს, რომ სუვერენიტეტი წაიღონ მთლიანად, იქ ლგბტ პროპაგანდა დააფუძნონ და ომები აწარმოონ სადაც უნდათ - ეს არ არის ევროპული ღირებულება”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.