"თალიბებმა" "ბინ ლადენის სასტიკი მკვლელობისთვის" შურისძიება დაიწყეს

"თალიბებმა" "ბინ ლადენის სასტიკი მკვლელობისთვის" შურისძიება დაიწყეს

ისლამისტურმა ორგანიზაცია "თალიბანმა" პაკისტანში განხორციელებულ ორმაგ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.

ამის შესახებ "ასოშეითედ პრესი" იუწყება. "თალიბებმა" განაცხადეს, რომ ტერაქტი პირველი შურისძიებაა ბინ ლადენის სასტიკი მკვლელობისთვის. ისინი პაკისტანსა და ავღანეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრნენ.

პაკისტანში მომხდარ აფეთქებებს 70 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

ორი აფეთქება ქალაქ ფეშავარიდან 30 კილომეტრში, პოლიციის მომზადების ცენტრთან მოხდა. დაღუპულთაგან უმრავლესობა სამხედროები არიან, რომლებიც ამ ცენტრში წვრთნას გადიოდნენ. დაიღუპა 5 სამოქალაქო პირიც.

აფეთქების დროს კურსანტები ავტობუსში სხდებოდნენ და წვრთნების შემდეგ სახლში ბრუნდებობდნენ.

პირველი აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. რაც შეეხება მეორე აფეთქებას, ექსპერტებს ჯერ არა აქვთ ვერსია, ვინ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა