ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, ჟურნალის "Домашний очаг"-ის სპეცპროექტის ფარგლებში, საკუთარ ქალიშვილს მელანიას ინტერვიუ მისცა, სადაც თინეიჯერობის ასაკი გაიხსენა:
"ბევრი თაყვანისმცემელი არასოდეს მყოლია, ლამაზად არ მთვლიდნენ. ჩვენთან შენი მსგავსი ქერათმიანი და ცისფერთვალება გოგონები სწავლობდნენ, ბიჭებს ისინი ჩემზე მეტად მოსწონდათ. ბიჭებთან ვმეგობრობდი, პაემნებზე იშვიათად დავდიოდი. მახსოვს, დედამ გამოსაშვები საღამოსთვის ჟოლოსფერი ფეხსაცმელები და ფირუზისფერი კაბა მიყიდა. სწორედ ამ დღეს პირველად ერთმა ბიჭმა მამუკა კოზალიშვილმა საცეკვაოდ გამიწვია", - ყვება თინა.
თინა რამდენჯერმე მოუტაცებიათ: "ეს 16-17 წლის ასაკში ხდება ხოლმე, ამაში კარგი არაფერია. ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ, ოჯახს ქმნიან და უამრავ პრობლემასთან გამკლავება უწევთ. ასეთი ქორწინება, ძირითადად, გაყრით სრულდება".
თინას შემთხვევაში ქორწილამდე საქმე არ მიდიოდა: "ამაში ჩემი ხასიათია დამნაშავე. როგორც კი ლაპარაკს ვიწყებ, ადამიანებში მომენტალურად თავდაცვის ინსტინქტი იწყებს მოქმედებას", - ამბობს კანდელაკი.
"ვცდილობ, ჩემი შვილების სურვილები გავითვალისწინო. უკვე ბევრი რამე ვცადეთ და ვფიქრობ, ამდენივე წინ გველის. მე ჩემი შვილების ცხოვრების პროდიუსერი არასოდეს ვიქნები. რა თქმა უნდა, მშობელს შეუძლია რჩევის მიცემა, მაგრამ დღევანდელ თაობას ეს არც სჭირდება. ისინი ჩვენსავით ინფანტილურნი არ არიან, მუდმივად ახალ გზებს ეძებენ".
"საქართველოში არ ჩავდივარ, მშობლიური ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არავისთვის არ არის საიდუმლო, ჩემი ყველა მეგობარი და ახლობელი ასე თუ ისე, სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალდა", - აცხადებს თინა კანდელაკი.
მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.