მდინარე ციტანუმი - ყველაზე ბინძური მდინარე მსოფლიოში

მდინარე ციტანუმი - ყველაზე ბინძური მდინარე მსოფლიოში

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მსოფლიოში ყველაზე ბინძური მდინარე ჩამოედინება. ეს ციტანუმია.

სულ რაღაც 20 წლის წინ, ეს ადგილი ბუნების სილამაზითა და სისუფთავით გამოირჩეოდა, თუმცა ახლა ეს მსოფლიოში ყველაზე ბინძური ადგილია.  ციტანუმის წყლები სავსეა ნაგვით. გარდა ამისა, მასში ჩაედინება კანალიზაციაც.

ადრე ამ მდინარეში ადგილობრივები თევზს იჭერდნენ და შემდეგ ჰყიდნენ. ახლა უფრო მომგებიანი საქმიანობა წყლიდან ანკესით ამოღებული ნაგვის შეგროვება და მისი გაყიდვაა.

2008 წელს აზიურმა ბანკმა მდინარის გასაწმენდად 500 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა მდინარის ”გასაცოცხლებლად” უამრავი წელია საჭირო.

გარდა ციტანუმისა, მსოფლიოს ყველაზე ბინძური მდინარეებია იამუნა (ინდოეთი), ბურიგანა (ბანგლადეში), ყვითელი მდინარე (ჩინეთი), მდინარე მარილაო (ფილიპინები), განგა (ინდოეთი), შონგუა (ჩინეთი), მისისიპი (აშშ), სამეფო მდინარე (ავსტრალია) და სარნო (იტალია).

მომზადებულია lifeglobe.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს