ბრიჯიდ ბარდო - "დავბერდი, ცხოველების მოვლას თავს ვეღარ ვართმევ"

ბრიჯიდ ბარდო - "დავბერდი, ცხოველების მოვლას თავს ვეღარ ვართმევ"

ცხოველებზე მზრუნველი ფრანგი კინოვარსკვლავი ბრიჯიტ ბარდო ახლახან უკრაინის პრეზიდენტს საერთაშორისო სკანდალით დაემუქრა. ცხოველების გამოცდილმა მფარველმა მუშაობის მეთოდების დახვეწა თბილისის მერს, გიგი უგულავასაც მოსთხოვა. მიუხედავად დიდი ენთუზიაზმისა, ბარდო ბოლო ინტერვიუში გამოტყდა, რომ სახლში ცხოველების მოვლას თავს ვეღარ ართმევს. აღარც მოგზაურობა შეუძლია და ამიტომ ცხოველების პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ეპისტოლარული ფორმით ახერხებს.

"წინათ საკუთარ ვილაში უამრავ ცხოველს ვზდიდი, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბერდა და ცოცხალიც აღარ არის. ახალ ბინადრებს კი ვეღარ ვუვლი, რადგან თავადაც ვბერდები და მათზე ზრუნვა აღარ შემიძლია. სამაგიეროდ, ჩემს მიერ დაარსებული ფონდის თავშესაფარში 200 ძაღლი და 300 კატა ცხოვრობს. ყველა მათგანი ერთნაირად მიყვარს", - ამბობს ცხოველთა ქომაგი.

კითხვაზე, თუ რომელი ცხველია მისთვის განსაკუთრებულად ახლობელი, ბარდომ ცხენები დაასახელა.

"ცხენები ჩემი თანამოსაუბრნი არიან", - განაცხადა ყოფილმა ვარსკვლავმა.

შოუ-ბიზნესში 21-წლიანი კარიერის შემდეგ, ბრიჯიტ ბარდო ცხოველთა დაცვის მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ცხოველეთა დახმარებას ის საკუთარი ფონდით აფინანსებს, რომლის დაარსებისთვის აუქციონზე საკუთარი ძვირფასეულობა გაყიდა. ცოტა ხნის წინ კი ფონდისთვის საჭირო თანხის საშოვნელად ბარდომ ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიას საკუთარი სახელიც მიჰყიდა. 

კომპანია "ტერნემ" ყოფილ კინოვარსკვლავს სოლიდური თანხა გადაუხადა, რათა მისი სახელი რეკლამაში გამოეყენებინა და ახალი კოლექციისთვის დაერქმია.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება