"Foreign Policy" - ამერიკის გავლენის შემცირების შემთხვევაში საქართველო დასუსტდება

"Foreign Policy" - ამერიკის გავლენის შემცირების შემთხვევაში საქართველო დასუსტდება

ამერიკის გავლენის შემცირების შემთხვევაში საქართველო დასუსტდება. ამგვარი დასკვნა ზბიგნევ ბრჟეჟინსკიმ "Foreign Policy"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დააფიქსირა.

სტატიის დასაწყისში ნათქვამია, რომ ამერიკის გლობალური უპირატესობის შემცირების შემთხვევაში სუსტი ქვეყნები უფრო მგრძნობიარენი გახდებიან რეგიონული ძალების გავლენის მიმართ. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო პირველ ადგილზეა.

"ამერიკის უპირატესობის შემცირება კავკასიის ამ პატარა სახელმწიფოს უფრო მგრძნობიარეს გახდის რუსული პოლიტიკური მუქარისა და სამხედრო აგრესიის მიმართ. აშშ-მ საქართველოს 1991 წლიდან 3 მილიარდი დოლარი, ხოლო 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ 1 მილიარდი დოლარი მიაწოდა. ამერიკის შესუსტება აშშ-ს შესაძლებლობებს შეზღუდავს, რაც ხელს შეუწყობს, რუსეთის სურვილის ახდენას, აღადგინოს გავლენის ძველი სფეროები; და კიდევ ერთი - ყოფილ და მომავალ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი ზიზღი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ", - ნათქვამია სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა