Wikipedia იხურება

Wikipedia იხურება

ხვალ, 18 იანვარს, მსოფლიოში ცნობილი ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia მუშაობას წყვეტს.

ერთდღიანი გაფიცვით ვებ-გვერდი მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტს აპროტესტებს, რომელსაც ამჟამად აშშ-ის კონგრესში განიხილავენ.

მისი მიღების შემთხვევაში, აშშ-ის ხელისუფლებას უფლება ექნება დახუროს ნებისმიერი საიტი, რომელიც არალიცენზირებულ კონტენტს გაავრცელებს.

ამ კანონის ძირითადი მომხრეები ჰოლივუდის მსხვილი კინოსტუდიები არიან, რომელსაც მეკობრეობა ყველაზე მეტად აზარალებთ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღევანდელი სახით დოკუმენტის მიღება შეუძლებელია - მასში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს.

ინტერნეტ-რესურსის დამფუძნებელი, ჯიმ უელსი მოსწავლეებს მოუწოდებს, თადარიგი დაიჭირონ და დავალებები წინასწარ, საიტის გაფიცვამდე მოამზადონ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)