ვიდეოთამაშები ტვინის დაბერებას ხელს უშლის

ვიდეოთამაშები ტვინის დაბერებას ხელს უშლის

ვისაც სურს, რომ 50 წლის ასაკის შემდეგ სხარტი აზროვნება, სწრაფი რეაქციები და სიცოცხლის ხალისი შეინარჩუნოს, მედიკოსები ვიდეოთამაშებს ურჩევენ. აშშ-ის Union College-ის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინტერაქტიული ვიდეოთამაშები ასაკოვანი ადამიანის თავის ტვინზე დადებითად მოქმედებს.

მეცნიერულმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ კომპიუტერული თამაშები ტვინის ყველა ძირითადი ფუნქციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

"თანამედროვე სამგანზომილებიანი ელექტრონული თამაშები დიდ ყურადღებას, სწრაფ გადაწყვერტილებებს და მოქმედებებს მოითხოვს. ეს ყველაფერი ტვინისთვის სასარგებლო დატვირთვაა", - ამბობს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი კაი ანდერსონ-ჰენლი.

მედიკოსთა შეფასებით, ადამიანის გონებაზე ვირტუალურ სამყაროში ყოფნაც სასარგებლოა, სადაც მოულოდნელობებთან შეჯახება უწევს.

ვიდეო თამაშები სასიკეთოდ მხოლოდ ტვინზე არ მოქმედებენ - თამაშის დროს ადამიანს სხეულის კუნთებიც დაძაბული აქვს, რაც ფიზიკურ დატვირთვას უტოლდება.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს