ბარაკ ობამა მეუღლეს სერენადებს უმღერის

ბარაკ ობამა მეუღლეს სერენადებს უმღერის

აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამას მეუღლემ ამერიკულ "ღამის შოუში", პირადი ცხოვრების ერთ-ერთი საიდუმლო გაამხილა. მისი თქმით, მეუღლე ყოველდღე სერენადებს უმღერის.

"მას მართლაც ლამაზი ხმა აქვს და გამუდმებით მიმღერის", - აღნიშნა მიშელმა ჯეი ლენოსთან საუბარში.

პრეზიდენტის რეპერტუარში, ძირითადად, სტივ უანდერის, მარვინ გეისა და ელ გრინის სიმღერები შედის. "მას კლასიკა უყვარს", - განმარტა მიშელმა.

20 იანვარს, ბარაკ ობამამ საზოგადოების ყურადღება საკუთარი ვოკალური მონაცემებით მიიპყრო. მსოფლიოში ცნობილ ,"აპოლოს" თეატრში (ჰარლემი) აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა და ამღერდა.

"ვიცი, რომ დღეს აქ მომღერალი ელ გრინი იმყოფება, - თქვა ობამამ და მცირე პაუზის შემდეგ, ლეგენლარული სოულ-შემსრულებლის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია "მოდი, ერთად ვიყოთ" წაიღიღინა.

ნაწყვეტი "მე შენ ისე მიყვარხარ" ობამამ იმდენად პროფესიონალურად შეასრულა, რომ დამსწრე საზოგადოებამ პრეზიდენტი მხურვალე ოვაციებიით გაამხნევა.

"ჩემს მხარდამჭერებს არ სჯეროდათ, რომ მე ამას შევძლებდი, მე კი ეს გავაკეთე!", - ღიმილით თქვა პრეზიდენტმა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა