მსახიობი ჯულია რობერტსი თავს მოხუცად აღიქვამს და ამაში მათ ადანაშაულებს, ვინც 80-იანი წლების ფილმებს ხელახლა იღებს.
44 წლის ლამაზმანი მიიჩნევს, რომ ჯერ დიდი დრო არ გასულა და 80-იან წლებში შექმნილი ფილმების ხელახალი ვერსიის გადაღება არ არის საჭირო.
"დაუჯერებელია! წლები საოცრად გარბის. როდესაც გავიგე, რომ ფილმის "კომაში" ახალი ვერსიის გადაღებას აპირებენ, გავოგნდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ფილმი გუშინ გადავიღეთ, თურმე რამდენი დრო გასულა. ძალიან სამწუხაროა. ვისურვებდი, დროის შეჩერება შემეძლოს," - განაცხადა მსახიობმა.
მომზადებულია showbizspy.com- ის მიხედვით.