უიტნი ჰიუსტონის კაბასა და საყურეს აუქციონზე გაიტანენ

უიტნი ჰიუსტონის კაბასა და საყურეს აუქციონზე გაიტანენ

მომღერალ უიტნი ჰიუსტონის შავ ხავერდის კაბასა და საყურეს, რომელიც მას ფილმში "პირადი მცველი" ეცვა, მომავალ თვეს აუქციონზე გაიტანენ.

მომღერლის შავი კაბა 1000 დოლარადაა შეფასებული, ჟილეტის ფასი 400 დოლარია, ხოლო საყურეების - 600 დოლარი. მათი ფასი აუქციონის დროს მოიმატებს.

"მართალია უიტნის დაკრძალვიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ეს ნივთები უკვე ისტორიად იქცა. ისინი მუზეუმში უნდა განთავსდეს. ნივთები მის თაყვანისმცემლებს საშუალებას მისცემს, გაიცნონ მომღერალი, ან გახდნენ მისი ცხოვრების ნაწილი", - განაცხადა აუქციონერმა და ორგანიზატორმა, დარენ ჯულიენმა.

მომღერლის თაყვანისმცემლებსა და კოლექციონერებს აუქციონზე ფასის შეთავაზება ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.

აუქციონი სახელწოდებით "ჰოლივუდის ლეგენდები" ორი დღის განმავლობაში, 31 მარტსა და 1 აპრილს ბევერლი ჰილზში გაიმართება.

აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ჩარლი ჩაპლინის ხელჯოხი, კლარკ გეიბლის ქურთუკი ფილმიდან "ქარწაღებულნი" და ლეგენდალური ადამიანების სხვა ნივთები.

მომღერალმა 1996 წლის ფილმში "პირადი მცველი" მსახიობ კევინ კოსტნერთან ერთად ითამაშა. ფილმის მოგებამ 300 მლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ფილმის საუნდტრეკი "I Will Always Love You", რომელსაც უიტნი მღეროდა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა.

მომზადებულია omg.yahoo.com- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება