25 წლის სკანდალური ვარსკვლავი, ლინდსი ლოჰანი ელიზაბეტ ტეილორს განასახიერებს. ამ როლის მოპოვებას "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი, მეგან ფოქსიც ცდილობდა, მაგრამ პროექტის ორგანიზატორებმა არჩევანი ლოჰანზე შეაჩერეს.
ბიოგრაფიული ფილმის - "ელიზაბეტი და რიჩარდი: სიყვარულის ისტორია", გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება.
ლოჰანისთვის ერთადერთი ხელისშემშლელი შეიძლება პირობითი სასჯელი გახდეს, რომელიც მას 2014 წლამდე აქვს მისჯილი. მიუხედავად ამისა, მსახიობს და პრუდუსერებს იმედი აქვთ, რომ სამართლებრივ პრობლემებს გაუმკლავდებიან.
ლინდსის ბოლო სამსახიობო ნამუშევარი 2010 წელს ფილმ "მაჩეტეში" შესრულებული როლია. უცხოური მედიის აზრით, ელიზაბეტის როლი ლოჰანისთვის კარგი შანსია დიდ ეკრანს დაუბრუნდეს.
ლოჰანი ახლახან ჟურნალ Playboy-თვის გაშიშვლდა, უფრო ადრე მან ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მერლინ მონრო განასახიერა.
მომზადებულია viva.ua-ს მიხედვით.