ანფისა ჩეხოვა ბავშვს ქართველი მსახიობისგან ელოდება

ანფისა ჩეხოვა ბავშვს ქართველი მსახიობისგან ელოდება

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ანფისა ჩეხოვა ბავშვს ქართველი მსახიობისგან, გურამ ბაბლიშვილისგან ელოდება. წვილმა ერთმანეთი 2009 წლის ზაფხულში, სცენაზე გაიცნო. ისინი სპექტაკლზე ერთად მუშაობდნენ.

გურამ ბაბლიშვილი იხსენებს, რომ ანფისას დანახვისას მის მიმართ მაშინვე ლტოლვა იგრძნო: "ნელ-ნელა ჩვენს შორის ფლირტი დაიწყო, თუმცა, ურთიერთობისთვის სერიოზული სახის მიცემას არ ვჩქარობდით. ვვარაუდობდი, რომ ანფისა ჩეხოვა ქარაფშუტა გოგონა იყო".

ჩეხოვა კი დარწმუნებული იყო, რომ გურამი მექალთანეა, რომელიც არცერთ ქალს ხელიდან არ უშვებს. ანფისას თქმით, პაემნებზე ის რესტორნის ყველა მიმტანს თვალებს უჟუჟუნებდა, თუმცა, მოგვიანებით, ტელეწამყვანი მიხვდა, რომ გურამი ერთგული მამაკაცია.

როდესაც გურამმა ანფისას მიერ მომზადებული რუსული ტრადიციული კერძი - შჩი გასინჯა, მის სახლში სამუდამოდ დაიდო ბინა. წყვილი უკვე ბავშვს ელოდება, თუმცა ქორწინებაზე, ჯერჯერობით, არაფერს ამბობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება