სამი ტყუპი, რომლებიც 4 წლიანი ინტერვალით გაჩნდნენ

სამი ტყუპი, რომლებიც 4 წლიანი ინტერვალით გაჩნდნენ

ბრიტანელ წყვილს, ნადინ და მარტინ კუპერებს უჩვეულო ტყუპები ეყოლათ. ტყუპები 4 წლიანი ინტერვალით დაიბადნენ. პირველი, ლიბი კუპერი უკვე 3 წლისაა, ხოლო მისი ორი ტყუპისცალი სულ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.

მას შემდეგ, რაც ექიმებმა უთხრეს, რომ უშვილობის პრობლემა ჰქონდათ, ნადინმა და მარტინმა გადაწყვიტეს ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მიემართათ.

ეს მეთოდი ხელოვნური განაყოფიერება არ არის. ქალის სხეულიდან გამოაქვთ კვერცხუჯრედი, რომელსაც სინჯარაში ათავსებენ. შემდეგ ინკუბატორის პირობებში ქმნიან ემბრიონს, რომელიც 2-5 დღის განმავლობაში ვითარდება, მოგვიანებით კი კვერცხუჯრედში გადააქვთ.

კუპერებს განაყოფიერების ამ ხერხის გამოყენება 6000 ევრო დაუჯდათ. სულ 6 ემბრიონი ჩაისახა. ერთ-ერთი მათგანი გამოიყენეს, დანარჩენი 5 კი გაყინეს, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის.

პირველ ემბრიონს პრობლემა არ შექმნია, შესაბამისად, დაიბადა ლიბი, თუმცა გასულ წელს წყვილმა კიდევ ერთი შვილის ყოლა გადაწყვიტა და გაყინული ემბრიონები გამოიყენეს.

ამჯერად კვერცხუჯრედში 2 ემბრიონი მოათავსეს.

"ექიმებმა გვითხრეს, რომ შანსი ერთი მაინც განვითარებულიყო, მხოლოდ 14%-იანი იყო. ორივე ემბრიონის განვითარების შანსი კი 1%-ზე ნაკლები იყო. თუმცა, კიდევ ორი გოგონა შემეძინა", - განაცხადა ნადინმა.

შესაბამისად, ერთდროულად შექმნილი ემბრიონებიდან ერთი სხვებზე ადრე გაჩნდა, ხოლო ორი -  4 წლის მოგვიანებით. ახლა ლიბი თავის ტყუპისცალ დებზე 4 წლით უფროსია.

მომზადბეულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს