Wikipedia-ს ხელმძღვანელი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი გახდა

Wikipedia-ს ხელმძღვანელი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი გახდა

ამერიკელი ბიზნესმენი, ვებ-ენციკლობედია Wikipedia-ს დამფუძნებელი, ჯიმი უეილსი ტექნოლოგიების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლად დაინიშნა. უეილსი ბრიტანეთის მთავრობას სამსახურს უფასოდ გაუწევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის წარმომადგენელმა ტეხასში ტექნოლოგიურ გამოფენაზე განაცხადა.

უეილსი სახელმწიფო მოხელეებს თანამედროვე ინტერნეტ-ტექონოლოგიების საკითხებში კონსულტაციებს გაუწევს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სურს, საკუთარი სერვერები მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახადოს. რა ვადით ითანამშრომლებს Wikipedia-ს ხელმძღვანელი ბრიტანეთის მთავრობასთან ჯერჯერობით უცნობია.

ჯიმი უეილსმა Wikipedia ლარი სანგერთან ერთად 2001 წელს დააფუძნა. სტატისტიკის თანახმად, ამჟამად ეს მეექვსე ყველაზე პოპულარული საიტია მსოფლო ინტერნეტ-სივრცეში.

მომზადებულია Life News Online-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა