ჟერარ დეპარდიე - ”ფრანგი ერი ამპარტავანია”

ჟერარ დეპარდიე - ”ფრანგი ერი ამპარტავანია”

მსახიობი ჟერარ დეპარდიე Pardonnez-Moi-ს შოუში თავის ბოლო როლზე სასაუბროდ მიიწვიეს. ტელეინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ფრანგი ერი ძალიან ქედმაღალია.

დეპარდიე აბელ ფერარას სტროს-კანზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს განასახიერებს.

მსახიობმა შოუში განაცხადა, რომ სტროს-კანი თვითკმაყოფილი, გაბღენძილი ამპარტავანია. "ის ნამდვილად ფრანგია. ძალიან თვითკმაყოფილი. არ მომწონს", - განაცხადა მსახიობმა.

დეპარდიემ განმარტა, რომ როლზე მუშაობის დროს არ აპირებს, მთლიანად შეისწავლოს და გაითავისოს გმირი. "მის სულში ღრმად ჩასახლებას არ ვაპირებ. მას ღირსება არ გააჩნია", - განმარტა მსახიობმა.

ფილმი სექს-სკანდალს შეეხება, რომელმაც მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება აიძულა. სტროს-კანის მეუღლეს, ანა სინკლერს ფრანგი მსახიობი, იზაბელ აჯანი განასახიერებს. ფილმის გადაღებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პარიზში გაიმართება.

რეჟისორმა აბელ ფერარამ ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ დეპარდიე ამ როლისთვის სრულყოფილია. "ფილმი სექსსა და პოლიტიკაზე მოგვითხრობს. დეპარდიე ამ როლს შესანიშნავად შეასრულებს", - განაცხადა ფერარამ.

დეპარდიე ცნობილია სკანდალური ხასიათითა და ქცევებით. მაგალითად, შარშან აგვისტოში ვარსკვლავი საფრანგეთში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. მსახიობმა თვითმფრინავში მოშარდვა დააპირა. შემდგომში მსახიობმა ბოდიში მოიხადა და ინციდენტი პროსტატის პრობლემით ახსნა.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება